კონფიდენციალურობა

ვებგვერდზე www.flyingaceshop.ge-ზე ვიზიტის დროს მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს flyingaceshop.ge-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

მომხმარებელი, რომელიც flyingaceshop.ge-ს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას flyingaceshop.ge-ს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით. flyingaceshop.ge-ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.

თანხმობა

flyingaceshop.ge-ის ვებგვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, flyingaceshop.ge-ს მომხმარებელი ანიჭებს უფლებას დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.

აღნიშნული ინფორმაცია flyingaceshop.ge-ის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება

 flyingaceshop.ge-ს მომსახურების გამოყენებისას, მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს გარკვეული პერსონალური იდენტიფიცირებადი ინფორმაცია, მათ შორის, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, საფოსტო მისამართი. ინფორმაცია, რომელსაც  flyingaceshop.ge აგროვებს, გამოყენებული იქნება შემდეგი მიზნებისთვის:

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი;
ვებგვერდთან დაკავშირებული სიახლეების გაზიარება და დატესტვა;
მომხმარებლების იმ ჯგუფთა განსაზღვრა, რომელთათვის უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება;
მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;
მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
მომხმარებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უფლებამოსილი მესამე პირისგან ინფორმაციის მიღება;
flyingaceshop.ge-ისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული ლეგიტიმური მიზანი.

ლოგ ფაილები და COOKIES

flyingaceshop.ge სარგებლობს ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით. სხვა ვებგვერდების მსგავსად, flyingaceshop.ge იყენებს Cookies. ლოგ ფაილები და Cookies გამოიყენება იმისთვის, რომ ვებგვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია: მომხმარებლის (“IP”) მისამართი, ბრაუზერის ვერსია, flyingaceshop.ge-ის ვებგვერდის გვერდები, რომლებსაც მომხმარებელი ეწვია, მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე ვიზიტის დრო და თარიღი, ამ გვერდებზე გატარებული დრო და სხვა სტატისტიკა.

ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს, flyingaceshop.ge-ის მომსახურების გასაუმჯობესებლად. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ან უარყოს ქუქი ფაილები. თუ მომხმარებალი უარყოფს ქუქი-ფაილებს, შესაძლოა ვერ ისარგებლოს ვებგვერდის ზოგიერთი ნაწილით.

მესამე მხარე

შესაძლოა flyingaceshop.ge-მ დაასაქმოს მესამე მხარე (კომპანიები ან ფიზიკური პირი) შემდეგი მიზეზების გამო:

  • ვებ გვერდის მომსახურების გამართვა და შესრულება;
  • ვებ გვერდის ანალიტიკია და ანალიზი;
  • საკურიერო მომსახურება, ამანათების მიწოდება მომხმარებელთან

მესამე მხარე ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის კონფიდენციალურობა, არ გაამჟღავნოს და არ გამოიყენოს მომხმარებლის ინფორმაცია სხვა მიზნით.

flyingaceshop.ge უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს.

უსაფრთხოება

flyingaceshop.ge-ისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის დაცვა. მომხმარებლის პირადი პროფილი ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელისა და ფასვორდის საშუალებით. აღნიშნული ინფორმაცია არ გაანდოთ მესამე პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში flyingaceshop.ge იხსნის სრულ პასუხისმგებლობას.

flyingaceshop.ge მიმართავს ყველა ზომას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა, ინტერნეტით გადაცემის ან ელექტრონული შენახვის არც ერთი მეთოდი არ არის სრულად უსაფრთხო და დაცული, შესაბამისად flyingaceshop.ge არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას. 

გარე ბმული

flyingaceshop.ge შეიძლება შეიცავდეს გარე ბმულებს. flyingaceshop.ge იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს flyingaceshop.ge-ის ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, flyingaceshop.ge მოგიწოდებთ გაეცნოთ გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ცვლილებები

შესაძლებელია კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. შესაბამისად flyingaceshop.ge მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ცვლილებები ძალაში შედის ამ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

flyingaceshop.ge-სთან დაკავშირება

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაგვიკავშირდით contact@flyingace.shop