“მფრინავი ასი-ს“ შექმნის იდეა ოთხ მეგობარს გაუჩნდა აზრად, თუმცა სანამ ბრენდის საბოლოო კონცეფციას ჩამოაყალიბებდნენ ამისთვის საკმაოდ საინტერესო და დატვირთული გზა გაიარეს. „მფრინავი ასი” საჰაერო ბრძოლების დიდოსტატს ნიშნავს. სახელწოდებაც სწორედ ამ მიზნით შევარჩიეთ, რადგან გვსურდა ჩვენი ბრენდი გამხდარიყო სათავგადასავლო ფრენის სიმბოლო. ბრენდის ელემენტებიც სწორედ აქედან მოდის, მფრინავი ასი თავის ვერტმფრენში ზის და ღრუბლების ფონზე სულ მაღლა, ზევით დიდი სისწრაფით მიექანება, მისი მანტია კი ფრთებივით არის გაშლილი და თითქოს ფრენაში ეხმარება ვარსკვლავებიან ვერტმფენში მჯდომ საჰაერო ბრძოლების დიდოსტატს.
დღეს, „მფრინავი ასის“ მთავარი პროდუქტი სხვადასხვა თემატიკითა და ილუსტრაციებით გაფორმებული ორგანული ბამბით შექმნილი მანტიები და ეკოლოგიურად სუფთა მასალით შექმნილი წინდებია. ჩვენი მთავარი მიზანია ვაწარმოოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები ბავშვებისთვის, რომელიც არამხოლოდ უსაფრთხო იქნება მათთვის, არამედ ასევე ხელს შეუწყობს მათ კოგნიტურ განვითარებას. პროდუქცია იქმნება ლიმიტირებული კაფსულური კოლლექციებით მცირე ზომის სამკერვალო ატელიეში საქართველოში. სულ მალე, მფრინავი ასი საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც გეგმავს.